Friday, January 11, 2013

ჩერქეზების გენოციდი


მე–19 საუკუნის დასავლეთ–კავკასიის ტრაგიკული მოვლენები, რომლის შედეგადაც მილიონნახევრიანი
ჩერქეზი ერი ყოფნა–არყოფნის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, დღესაც აქტუალურია როგორც ის– 
ტორიულ–სამეცნიერო,  ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.  იმის საჩვენებლად,   განხორციელდა თუ არა  
გენოციდი ჩერქეზების მიმართ რუსი კოლონიზატორების მხრიდან მასშტაბური სადამპყრობლო სამხედ– 
რო ოპერაციების დროს, წარმოვადგენ მხოლოდ ფაქტოლოგიურ მასალას და ავტორიტეტულ ისტორიკოს–
ექსპერტთა დასკვნებს. ცხადია, აქ გვერდს ვერ ავუვლი ჩემი კოლეგის პროფ. ბეჟან ხორავას მრავალმხრივ
საყურადღებო ნაშრომს – ჩერქეზები,  რომელიც სპეციალურად შეიქმნა ჩვენთვის საინტერესო პრობლე– 
ების კომპლექსურად შესწავლის მიზნით.
უფრო ადრე, 1929  წელს კავკასიაში მოგზაურობის დროს აკად.  სიმონ ჯანაშიამ ცნობილი
მოვლენების უშუალო მონაწილე, 91  წლის ნაფსაუ იაბარაქხუ ჰანსაქხუ–საგან შემდეგი ჩვენება
ჩაიწერა: გადასახლებიდან (1862 წ.) 
  „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და ქალის თმისგან
ყვავები ბუდეს იკეთებდნენ, შვიდი წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირ– 
ზე. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე“ ( სიმ. ჯანაშია, შრომები, ტ. მე–4, თბ., 1968, გვ. 124 ).  
თავის დროზე ადიღელთა ტრაგედიის თვითმხილველი ი. დროზდოვი ასევე ამოწმებდა: 
             „საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ    –  გზა მოფენილი იყო ბავშვების,  ქალების,  
მოხუცების   დაგლეჯილი,  ძაღლებისგან ნახევრად შეჭმული, გვამებით;  შიმშილითა და
სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს,  ძლივს რომ    დალასლასებდნენ, და  
წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული,  დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს. . . 
ჯანმრთელებს და ცოცხლებს მომაკვდავებზე ფიქრისთვის არ ეცალათ, არც მათ ელოდათ
უკეთესი ბედი; გაწუწკებული თურქი შკიპერები ტვირთივით ეზიდებოდნენ ჩერქეზებს
მცირე აზიის ნაპირებამდე    და ავადმყოფობის უმცირესი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ
წყალში მოესროლათ ნებისმიერი.  ტალღებს ამ უბედურთა გვამები ანატოლიის
ნაპირებთან გამოჰქონდა. . .  დანიშნულების ადგილამდე    ნახევარმაც ვერ ჩააღწია. 
 ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას“. მსგავსი რეალობით შეძრწუნებული მე–19  საუკუნის სამხედრო ისტორიკოსი ადოლფ ბერჟე
წერდა:
„ვერასოდეს დავივიწყებ იმ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას,  ნოვოროსიისკის ყურეში
თავმოყრილი მთიელების,  რომელთა რაოდენობა    ალბათ დაახლოებით 17 000  ადამიანი თუ
იქნებოდა,  ნახვამ რომ მოახდინა ჩემზე.  მოგვიანებით,  წელიწადის ცივ დროში,  საარსებო
სახსრების უქონლობა და ტიფისა და სახადის ეპიდემიის    მძვინვარება მათ ყოფას სრულიად
აუტანელს ხდიდა.  ვის გულს არ შეძრავდა    ღია ცის ქვეშ ცივ მიწაზე გართხმული,  ძონძებში
გახვეული ახალგაზრდა ჩერქეზი ქალის დანახვა,  რომლის ორი ჩვილი შვილიდან ერთი
კრუნჩხვით ღაფავდა სულს, მეორე კი უკვე გათოშილი დედის მკერდს ეპოტინებოდა შიმშილის
მოსაკლავად

მომდევნო პერიოდში ჩერქეზების გენოციდის თემას არაერთი უცხოელი ისტორიკოსი თუ ექსპერტი
განიხილავდა.
  მათ შორის,  უპირველეს ყოვლისა,  მინდა დავასახელო ამერიკელი დამოუკიდებელი
მკვლევარ–ექსპერტი სტეფან    დ.  შენფილდი,  რომლის გამოკვლევებითაც დგინდება,  რომ თანამედროვე
ჩერქეზთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 6 248 000  შეადგენს.  აქედან სამშობლოში,  ანუ
ჩერქეზულ რესპუბლიკებში ცხოვრობს690 000–ზე მეტი ჩერქეზი: ყაბარდო–ბალყარეთში – 500 640, ყარაჩა–
ჩერქეზეთში – 83 525, ადიღეს რესპუბლიკაში – 109 137 ადამიანი. გამოდის, რომ ისტორიულ სამშობლოში
ჩერქეზთა მხოლოდ 10% ცხოვრობს. დანარჩენი 90% პროცენტი დანარჩენ მსოფლიოში ასე გადანაწილდა: 
თურქეთი – 5 000 000, გერმანია – 100 000, იორდანია – 100 000, სირია – 100 000, საფრანგეთი – 15 000,  აშშ – 
5 000, ისრაელი – 5 000, ჰოლანდია – 3000.  
წყარო


No comments:

Post a Comment