ერთი კვირით ადრე კი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ასევე ერთი ხმის სხვაობით, მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ოტომანი თურქების ქმედებები კვალიფიცირებულია „გენოციდად”. თურქეთმა ორივე ქვეყნის დედაქალაქიდან გამოიწვია ელჩები, კონსულტაციების საბაბით.
უკვე წლებია თურქული დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა სომხების გენოციდის აღიარების წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა. სახელმწიფო აღიარებს ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობებს, თუმცა დავობს, რომ მკვლელობები და სომხების დეპორტაცია სამოქალაქო ომის შედეგი იყო და არა ეთნიკური უმცირესობის „სრულიად ან ნაწილობრივ განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა” (გენოციდის დეფინიცია). „სომხები თავიანთი იდენტობის საფუძველს გენოციდის საკითხებში უფრო ხედავენ, ვიდრე სომხურ კულტურაში, სამშობლოში ან ისტორიაში...” - ამბობს სომხური ისტორიის მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სანი.
სომხებისთვის ოტომანი თურქების მიერ განხორციელებული გენოციდი ეროვნული თვითშეგნების ნაწილია. ისინი მიიჩნევენ, რომ XX საუკუნეში პირველად, გენოციდის დანაშაული სწორედ სომხების წინააღმდეგ განხორციელდა.თურქეთი სომხური დიასპორის ფულადი თუ ადამიანური რესურსების „მსხვერპლად” მიიჩნევს თავს. ზბიგნევ ბჟეზინსკი ნაშრომში „საშიში გამონაკლისი” აშშ-ში ყველაზე გავლენიან ეთნოლობისტურ ჯგუფებად ასახელებს: ებრაელ ამერიკელებს, კუბელ ამერიკელებსა და სომეხ ამერიკელებს. მართლაც, უკვე წლებია „ამერიკელი სომხების პოლიტიკური ქმედების კომიტეტი” (AAPAC) და „ამერიკაში სომხების ეროვნული კომიტეტი” (ANCA) ზეწოლას ახდენენ აშშ-ს კონგრესზე. მაგალითად, სომხეთი, ყოველწლიურად, ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფონდებიდან გაცილებით მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე სხვა განვითარებადი ქვეყნები (ჯამში 90 მილიონ აშშ დოლარამდე). გარდა ამისა, სომხური დიასპორის შუამდგომლობითვე, აშშ-ს კონგრესი განაგრძობს „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” (Freedom Support Act) 907-ე მუხლის გავრცელებას აზერბაიჯანზე. შედეგად, აშშ-ს მთავრობას ეკრძალება ნებისმიერი სახით პირდაპირი დახმარების გაწევა აზერბაიჯანის მთავრობისთვის.
ამის მიუხედავად სომხური ეთნიკური ლობი „ყოვლისშემძლე” ნამდვილად არ არის. ლობისტური ჯგუფები, ზოგადად, კონკურენტულ გარემოში მოქმედებენ. ხშირად, გარკვეული მიზნების მისაღწევად, ისინი ერთმანეთს ურიგდებიან ან კანონმდებლების ხმებით ვაჭრობენ. გადაჭარბებული წარმოდგენები ლობისტური ჯგუფების შესახებ მხოლოდ შეთქმულების თეორიების მომხრეებს აწუხებთ. ამ ჯგუფების გავლენა, მეტწილად, დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე, პოლიტიკურ წრეებზე, მათ იდეოლოგებზე, საზოგადოების ღირებულებებზე და არა ზეწოლის მასშტაბზე. მაგალითად, 2001 წელს აშშ-ს კონგრესმა შეიტანა ცვლილებები „თავისუფლების მხარდაჭერის აქტში” და აშშ-ს პრეზიდენტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 907-ე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმის საშუალება მისცა.
ცვლილება განპირობებული იყო გლობალურ ანტიტერორისტულ კამპანიაში აზერბაიჯანის ჩართვის სურვილით, რაც 2001 წელს აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენდა. პრეზიდენტმა ბუშმა ოთხჯერ გამოიყენა ეს უფლება. სომხური ლობი ასევე უძლური აღმოჩნდა გაეტანა გენოციდის აღიარების რეზოლუცია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე. აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამჯერ უკვე მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია 1915 წლის მოვლენების „გენოციდად” აღიარების შესახებ (1975, 1984 და 2007 წლებში), თუმცა, პრეზიდენტები ბუში და კლინტონი ღიად უპირისპირდებოდნენ კონგრესის ამ ინიციატივებს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უკანასკნელად 2007 წელს დაბლოკა დოკუმენტის განხილვა წარმომადგენელთა პალატაში.
წყარო

No comments:
Post a Comment