ეს გენოციდი ჰუტუს ტომელებმა მოუწყვეს თავისსავე თანამემამულეებს, ტუტსის ეთნიკურ ჯგუფს და ზომიერად განწყობილ ჰუტებს. ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის. არამედ გაეროს და დასავლეთის არადეკვატუს და დაგვიანებულ პასუხის გამო. მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.
მურამბის ტექნიკური სკოლა, ასევე ცნობილი როგორც რუანდის გენოციდის მემორიალის ცენტრი, მდებარეობს სამხრეთ რუანდაში და 1994 წელს მომხდარი გენოციდის ეპიცენტრი იყო. ამ ადგილას დახოცილთა ძვლები და მუმიფიცირებული სხეულები ინახება, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბურია.ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გადაღებულია ფილმიც სახელწოდებოთ- "shooting dogs"
No comments:
Post a Comment